რას გულისხმობს ფაქტების კონსტატაციის სერვისი1587 2013.11.25
რას გულისხმობს ფაქტების კონსტატაციის სერვისი
აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს სთავაზობს ფაქტების კონსტატაციის სერვისს, რომელიც მოქალაქეს საშუალებას აძლევს დააფიქსიროს მისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი და მიიღოს ომქი, რომელსაც გამოიყენებს მტკიცებულებად. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია უძრავი ქონების ან ავტომობილის გაქირავების, ასევე ნებისმიერი ნივთისჩუქების, გაყრის, ქონების გაყოფის, მემკვიდრეობით მიღების დროს ქონების სრული ინვენტარიზაციისათვის, შესრულებული სამუშაოს აღწერისათვის, პირატული პროდუქციის გაყიდვის დაფიქსირებისათვის, სტიქიური უბედურების ან სხვა სახის ავარიულ სიტუაციებში, დაკვეთის შესრულების დროში უმიზეზოდ გაწელვის შემთხვევაში, საავტორო უფლებების დარღვევის დასაფიქსირებლად. მოქალაქის მიერ ფაქტის დადასტურების თხოვნით მომართვის შემდეგ, აღმასრულებელი ადგილზე აფიქსირებს კონკრეტულ სიტუაციას - ფაქტს; ზედმიწევნით ზუსტად აღწერს ფაქტებს ოქმში, რომელიც თავისუფალია რაიმე შეფასებისაგან; გამოიყენებს ტექნიკურ მოწყობილობებს, როდესაც ეს აუცილებელია და დაურთავს ყველა მიღებულ მასალას ოქმს, რომელიც ამტკიცებს ფაქტის არსებობას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად. ფაქტების კონსტატაციის სერვისით სარგებლობა სამუშაო საათებში ღირს 100 ლარი; არასამუშაო საათებში - 150 ლარი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომფაქტების კონსტატაცია არ არის ექსპერტიზა, ის კონცენტრირებულია ფაქტებზე და არა მისი მიზეზების დადგენაზე.