ვანდალიზმი ეს არის საზოგადოებრივად საშიში, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც გამოიხატება შენობებისა და ნაგებობების დამახინჯებასა და წაბილწვაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ საზოგადოებრივ ადგილებში ქონების დაზიანებში. ვანდალიზმს შეიძლება განვაკუთვნოთ: უხამსი გამოსახულებებისა და წარწერების შესრულება, ამორალური შინაარსის პლაკატების, რეპროდუქციის, ფოტოების გაკვრა, ისტორიისა და კულტურის ძეგლების საღებავებით, ნავთობპროდუქტებით მოთხუპნა, დაზიანება და დამახინჯება. წაბილწვა შეიძლება ასევე მდგომარეობდეს საყოველთაო მიღებული სულიერი და ისტორიული ფასეულობების შეურაცხყოფაში. დანაშაულის შემადგენლობას არ წარმოქმნიან წარწერების, ნახატებისა დასხვა გამოსახულებების შესრულება, რომლებიც არ შეურაცხყოფენ საზოგადოებრივ ზნეობრიობას. ასევე დანაშაულის შემადგენლობას არ შეადგენს ისეთი გამოსახულებებისა და წარწერების გამოხატვა, რომლებიც თუმცა კი არღვევენ მორალის ნორმებს, მაგრამ ყოველივე გათვლილი არაა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ რეაქციაზე. ამ შემთხვევებში ჩადენილის ხასიათის მიხედვით, შეიძლება დადგეს მატერიალური ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ქონების დაზიანება მდგომარეობს მის სრულ ან ნაწილობრივ გამოუსადეგარ ქცევაში. დაზიანების ხერხები შეიძლება იყოს სხვადასხვა: მექანიკური დაზიანება, საღებავი ან წებოვანი ნივთიერებებით დაფარვა და ა.შ.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა