ქვეითად მოსიარულეები 10 ლარით დაჯარიმდებიან811 2013.11.28
ქვეითად მოსიარულეები 10 ლარით დაჯარიმდებიან
ქვეითად მოსიარულეები და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები მოძრაობის წესების დარღვევის გამო 3 ლარის ნაცვლად, 10 ლარით დაჯარიმდებიან. "ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდექსში" შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა. ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. აქამდე მოქმედი კანონით, ქვეითად მოსიარულის, ველოსიპედისტის, მზიდავის და გზით მოსარგებლე სხვა პირის მიერ საგზაო მოძრაობის რეგულირების სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა იწვევდა ჯარიმას 3 ლარის ოდენობით. პარლამენტის მიერ დამტკიცებული პროექტით, ეს 3-ლარიანი ჯარიმა 10 ლარამდე გაიზარდა. წყარო "ინტერპრესნიუსი"