ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის დანიშნულება და აღების წესი1114 2013.12.03
ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის დანიშნულება და აღების წესი
ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი გამოიყენება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების, საქართველოში შემოსვლისა და საქართველოდან სხვა სახელმწიფოში გასვლის მიზნით (გარდა საკუთარი მოქალაქეობის, ადრინდელი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნის ან იმ სახელმწიფოებისა, სადაც მისი და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა არ ითვლება უსაფრთხოდ). სამგზავრო დოკუმენტის მიღების თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლებააქვს სრულწლოვან და ქმედუნარიან ლტოლვილს, აგრეთვე, ლტოლვილის სტატუსის მქონე არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს. აღნიშნული დოკუმენტის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს. საჭიროა თან იქონიოთ ბინადრობის მოწმობა და ბიომეტრიული ფოტოსურათი. 18 წლამდე ასაკის პირისათვის სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად საჭიროა დამატებითი დოკუმენტაცია: დაბადების მოწმობა; ბინადრობის მოწმობა (14 წლის და ზევით ასაკის შემთხვევაში); 16 წლამდე პირის შემთხვევაში - ერთ-ერთი მშობლის თანხმობა, სამგზავრო პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება იუსტიციის სახლში ან სანოტარო ბიუროში); 16-დან 18 წლამდე პირის შემთხვევაში - ორივე მშობლისთანხმობა, სამგზავრო პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება იუსტიციის სახლში ან სანოტარო ბიუროში). ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა უფასოდ, 10 სამუშაო დღის ვადაში; მისი მოქმედების ვადა არის2 წელი.