მობილურიდან წაშლილი ინფორმაციის აღდგენა უკვე შესაძლებელია4086 2013.12.13
მობილურიდან წაშლილი ინფორმაციის აღდგენა უკვე შესაძლებელია
ნებისმიერი მობილური ტელეფონიდან დაკარგული ან წაშლილი ინფორმაციის აღდგენა უკვე შესაძლებელია. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მოქალაქეებს სთავაზობს 3400-მდე დასახელების მობილური ტელეფონიდან და სიმ ბარათიდან წაშლილი მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღდგენასა და ამოღებას. მობილური ტელეფონის გამოშვების თარიღის, ფირმის და პარამეტრების მიუხედავად, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის ლაბორატორიის ახალი ხელსაწყოს UNIVERSAL FORENSICS EXTRACTION DEVICE (UFED) დახმარებით, შესაძლებელია წაშლილი კონტაქტების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების, ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაილების აღდგენა. ამ სერვისს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ნებისმიერ მსურველს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ახალი მოდული- UFED CHINEX შეიძინა, რომლის მეშვეობითაც ჩინური წარმოების ტელეფონებიდანაც შესაძლებელია წაშლილი და დაზიანებული ინფორმაციის აღდგენა/ამოღება. სერვისის ფარგლებში შესაძლებელია: მობილური ტელეფონიდან და სიმბარათებიდან ინფორმაციის ამოღება და აღდგენა; სიმ-ბარათიდან მოკლე ტექსტური შეტყობინების ამოღება; მობილური ტელეფონიდან წაშლილი მოკლე ტექსტური შეტყობინების აღდგენა და ამოღება; მობილური ტელეფონიდან კონტაქტების ამოღება; სიმ-ბარათიდან კონტაქტების ამოღება; მობილური ტელეფონიდან წაშლილი კონტაქტის აღდგენა და ამოღება; მობილური ტელეფონიდან ფოტოგამოსახულების ან/და ხმოვანი ფაილის ამოღება; მობილური ტელეფონიდან წაშლილი ფოტოგამოსახულების ან/და ხმოვანი ფაილის აღდგენა და ამოღება; მობილური ტელეფონიდან განხორციელებული/მიღებული/გამოტოვებული ზარების ამოღება; მობილური ტელეფონიდან წაშლილი განხორციელებული/მიღებული/გამოტოვებული ზარების აღდგენა და ამოღება. სერვისის შესრულებას დაჩქარებული წესით სჭირდება 5 სამუშაო დღე, ხოლო ჩვეულებრივი წესით 30 სამუშაო დღე.