1527
2013.06.28
პატიმართა უფლებები და მათი დაცვის სამართლებრივი მექანიზმები
სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა ყოფაზე ზრუნვა მთლიანად სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია საპატიმროში მყოფი თავისუფლება აღკვეთილი პირის სასჯელის მოხდა მოხდეს მისი ღირსებისა და პატივის შელახვის გარეშე. რამდენად მძიმე დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს დამნაშავეს ჩადენილი და რამდენად დიდი სასჯელიც არ უნდა ჰქონდეს მისჯილი, მისი უფლებების დაცვის გარანტი პირველ რიგში სახელმწიფოა, ხოლო საზოგადოება მუდმივ მონიტორინგს უნდა ახორციელებდეს დახურულ ინსტიტუციაში მყოფ პირთა მდგომარეობაზე.
რამდენად მნიშვნელოვანია პატიმართა უფლებების არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული, არამედ რეალური დაცვა? რამდენად ეფექტურად მუშაობს სამთავრობო, თუ არასამთავრობო სექტორი პატიმართა უფლებების დაცვისათვის საჭირო ბერკეტების მოსაპოვებლად? ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი პატიმართა უფლებების დაცვაზე? აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, გთავაზობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის, ანა გორდეზიანის ნაშრომს.
იხილეთ ნაშრომი სრულად >>>პატიმართა უფლებები და მათი დაცვის სამართლებრივი მექანიზმები