1083
2013.12.17
რა ფუნქცია აქვს სააღსრულებო წარმოების პროგრამას
აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებსსააღსრულებოწარმოებისპროგრამას,რომელიც წარმოადგენს ელექტრონულ სააღსრულებო წარმოებას. ეს არის მონაცემთა სისტემატიზებული ერთობლიობა, ყველა იმ სააღსრულებო მოქმედების შესახებ, რომელიც გატარებულ იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. ელექტრონული რეესტრის შექმნის მიზანია აღმასრულებელთა საქმიანობის გამარტივება და აღსრულების პროცესის გამჭირვალეობა.
მონაცემები გამოტანილია ვებ-გვერდზე, რომლის საშუალებითაც აღსრულებაში მონაწილე მხარეებს შეუძლიათ მოიძიონ და გადაამოწმონ ინფორმაცია სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით, გაეცნონ საქმეში არსებულ მასალებს (გარდა კომერციული და საბანკო საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური დოკუმენტებისა) სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად, თვალი მიადევნონ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის პროცესს.
სააღსრულებო წარმოების პროგრამა, საღსრულებო ფურცლის რეგისტრაციისთანავე, ანიჭებს საქმეს უნიკალურ 8 ციფრიან ნომერს, ასევე 14 ნიშნა ინდივიდუალურ კოდს. ეს მონაცემები ეცნობება კრედიტორს (მიღების ბარათით) და მოვალეს. ვებ-გვერდზეwww.nbe.gov.geაღნიშნული მონაცემების საშუალებით ხდება საქმის ნახვა.
ინფორმაციის მისაღებად უნდა შეხვიდეთ ვებ-გვერდზე განთავსებულ სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონულ რეესტრში. რეესტრში შესვლის შემდეგ, სააღსრულებო წარმოების სანახავად უნდა შეიყვანოთ რეგისტრაციის 8 ციფრიანი ნომერი და ინდივიდუალური 14 ნიშნა კოდი. გაითვალისწინეთ, მხოლოდ ამ პროცედურების წარმატებით განხორციელებისა და ინფორმაციის კორექტულად შეყვანის შემთხვევაში მოხდება პროგრამის მიერ მოძიებული ინფორმაციის ჩვენება.
სააღსრულებო წარმოების პროგრამაში ასევე, იქმნება სააღსრულებო წარმოების ელექტრონული არქივი. აღმასრულებელი საქმის დამთავრებისას, შესაბამისი სტატუსით, საქმეს გზავნის აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივში, პროგრამაში საქმეს ენიჭება არქივის კოდი და ინახება კანონით დადგენილი ვადით.