რაში გვეხმარება ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა?1343 2013.12.24
რაში გვეხმარება ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა?
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია1835-1921 წწ. თბილისის და 1868-1999 წწ. ქუთაისის საგუბერნიო სანოტარო კანტორისა და ქალაქის თვითმმართველობის ფონდების ქონებრივი ხასიათის ინფორმაცია - ბინებისა და მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, შენობა-ნაგებობების პროექტებისა და ცალკეულ პირებზე რიცხული ქონების (ქონების ჩამორთმევა, გაცვლა, ნაჩუქრობა, ანდერძი, მემკვიდრეობა, ნასყიდობის ხელშეკრულება, არქიტექტორის ბრძანება, პროექტები და ა.შ.) შესახებ. ასევე,1921-2000 წწ. სახელისუფლებო და სამთავრობო დადგენილებები სხვადასხვა დაწესებულებასა და ორგანიზაციაზე მიწის ნაკვეთების გამოყოფისა და კერძო პირებზე რიცხული ქონების შესახებ და ადგილობრივი თვითმმართველობის, სასამართლო და საგადასახადო ორგანოების მიერ წარმოებული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე გაცემული ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა დაგეხმარებათ ქონების დამტკიცებაში. არქივში დაცული ცნობის მისაღებად უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს და თან იქონიოთ შემდეგ დოკუმენტები: პირადობის მოწმობა; ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის წერილობითი მომართვა ორგანიზაციის ბლანკზე (იურიდიული პირის შემთხვევაში, ასეთის არსებობისას); მესამე პირის მინდობილობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასო მომსახურების მისაღებად); იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასო მომსახურების მისაღებად); შვილების დაბადების მოწმობები (ოთხი და მეტი შვილის მშობელის შემთხვევაში, უფასო მომსახურების მისაღებად); სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასო მომსახურების მისაღებად); I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასო მომსახურების მისაღებად); საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა გეხებათ პირადად თქვენ - განმცხადებელს). რაც შეეხება მომსახურების ვადებს და საფასურს: ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა: განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 42 ლარი; განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო სამუშაო დღეში - 58 ლარი; განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო სამუშაო დღეში - 67 ლარი; განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 75 ლარი; განაცხადის შეტანის დღეს - 84 ლარი ადგილობრივი თვითმმართველობის, სასამართლო და საგადასახადო ორგანოების მიერ წარმოებული რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა: განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 9 ლარი; განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 12 ლარი; განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში - 14 ლარი; განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 16 ლარი; განაცხადის შეტანის დღეს - 18 ლარი. .