იარაღის გადაფორმებისათვის საჭირო პროცედურები1616 2014.01.09
იარაღის გადაფორმებისათვის საჭირო პროცედურები
იარაღის გადაფორმების მიზნით იარაღის მფლობელმა და დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. გადაფორმებისათვის საჭიროა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები: 1) ერთობლივი განცხადება; 2) უფლების გადამცემისა და მიმღების საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები; 3) უფლების მიმღების საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი; 4) იარაღის რეგისტრაციის მოწმობა; 5) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული უფლების მიმღების ჯამრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 6) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი; 7)იარაღის შეძენის ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი –თავდაცვის სახის მოკლელულიან ან სპორტული სახის მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლ იარაღზე- 8ლარი,თავდაცვის სახის გაზის (აირის), სანადირო, სპორტული სახის გრძელულიანი და სპორტული სახის მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღზე -6 ლარი. 8)მომსახურებაზედადგენილისაფასურისგადახდისდამადასტურებელიდოკუმენტი,კერძოდ: ა)იარაღისრეგისტრაციისსაფასურის- 20ლარი,, ბ)იარაღისსარეგისტრაციომოწმობისსაფასურის- 15ლარი, გ)იარაღისბალისტიკურიშემოწმებისსაფასური- 20ლარი, დ)იარაღისდროებითიმოწმობისსაფასური- 10ლარი. ნებართვა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში. პირის მომართვისას მისი მოთხოვნის შესაბამისად განისაზღვრება მომსახურების გაწევის ვადა, რის შესაბამისად იგი იხდის შესაბამის საფასურს. თუ იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში პირი იხდის ზემოთ მითითებილ მომსახურების საფასურს. დაჩქარებულიმომსახურებისასდამატებითიხდის: 5 სამუშაო დღის განმავლობაში - 50 ლარი, 1 სამუშაო დღის განმავლობაში - 80 ლარი.