967
2014.01.10
რას გულისხმობს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური
სამხედრო ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველო კანონიარასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ.
აღნიშნული კანონის მიხედვით,არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური არის საზოგადოებრივად სასარგებლოსამოქალაქო სამსახური, რომელიც ცვლის სამხედრო სამსახურს და ემყარება სამხედრო ვალდებულების სამხედრო სამსახურის ფორმით მოხდაზე უარის თქმის დასაბუთებას სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების საფუძველზე. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მშვიდობიან პერიოდში გაიწვევენ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, მაგრამ სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე. ოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, და მისი ოჯახი სარგებლობენ გაწვევით სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისათვის კანონმდებლობით დაწესებული შეღავათებით. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ვადა მოქალაქეს ეთვლება საერთო და სპეციალურ შრომით სტაჟში.
მის სოციალურ დაცვას არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში ყოფნისას უზრუნველყოფს კანონმდებლობა. მოქალაქე არსამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს გადის შემდეგ სპეციალიზებულ არასამხედრო-შრომით ფორმირებებში, ჯგუფებში ან ინდივიდუალურად: ა) საავარიო-სამაშველო, ეკოლოგიურ, ხანძარსაწინააღმდეგო ან სხვა სპეციალურ არასამხედრო-შრომით ფორმირებებში; ბ) სამოქალაქო დანიშნულების სამშენებლო, სარემონტო ორგანიზაციებსა და ობიექტებზე; გ) ორგანიზაციებსა და ობიექტებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებენ; დ) კომუნალური მომსახურების დაწესებულებებში; ე) ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში. მოქალაქე, რომელმაც უნდა გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური და აქვს ამ ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდის ამ კანონით გათვალისწინებული დასაბუთებული მიზეზი, ვალდებულია სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში განცხადებით მიმართოს თვითმმართველი ერთეულის გამწვევ კომისიას, ხოლო ქალაქ თბილისში − რაიონის გამწვევ კომისიას.