879
2014.01.10
სარეკლამო შეტყობინებების გამგზავნები დაჯარიმდებიან
პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას მოქალაქეთა მონაცემების და უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს. საუბარია შემთხვევაზე, როცა მოქალაქეები კერძო კომპანიებისგან სარეკლამო შეტყობინებებს სმს-ის მეშვეობით იღებენ. „იმ შემთხვევაში, როცა მოქალაქეებს სარეკლამო შეტყობინების მიღება არ სურთ, მათ შეუძლიათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართონ და სარეკლამო ბაზიდან ამოღება მოითხოვონ.
ამის შემდეგ შეტყობინებები აღარ მიუვათ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპანია განმეორებით იმავე მოქალაქეს სარეკლამო სმს-ებს ისევ გაუგზავნის, მას შესაძლოა, 3 ათასიდან 10 ათასამდე ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისროს. არსებული კანონი ძალაში 2016 წლიდან შედის, ამიტომ ჩვენ გვსურს, რომ ვადა გადმოვწიოთ და კანონი ადრე ამოქმედდეს", - ამბობს „რეზონანსთან" საუბრისას პერონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის უფროსი თამარ ქალდანი. წყაროwww.etanews.ge