1185
2014.01.15
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 214 წლის 10 იანვრის №14 ბრძანებით, მიმდინარე წლის 10 თებერვალს დაინიშნა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. გამოცდაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს. გამოცდა ჩატარდება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
საბუთების მიღება წარმოებს 2014 წლის 5 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:trainingcenter@justice.gov.ge წარსადგენი დოკუმენტები ანგარიშის ნომერი გამოცდა ტარდება ტესტირების ფორმით და მოიცავს ორ ეტაპს – ზოგად უნარ-ჩვევებს და პროფესიულ ნაწილს. პირველი ეტაპი - ტესტირება ზოგადი უნარ-ჩვევებში ჩატარდება 10-11 თებერვალს, 2014 წ. მეორე ეტაპი - ტესტირება პროფესიულ ნაწილში - 18-19 თებერვალს, 2014 წ. საგამოცდო თემატიკა (სრული თემატიკა იხილეთ დანართში "საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა"):
საკონსტიტუციო სამართალი;
სამოქალაქო სამართალი;
სამოქალაქო სამართლის პროცესი;
ადმინისტრაციული სამართალი;
სამეწარმეო სამართალი;
ნოტარიატის შესახებ კანონი.
იხილეთ საგამოცდო პროგრამა >>>საგამოცდო პროგრამა