1316
2014.01.16
სათამაშო მანქანის ნასვამ მდგომარეობაში ტარებისათვის მართვის მოწმობა ჩამოართვეს
the Daily Mail-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის ქალაქ სკოტ-ონ-ტრენტის მცხოვრები 500 ფუნტით დააჯარიმეს და ნასვამ მდგომარეობაში სათამაშო მანქანის ტარებისათვის მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოართვეს. 43 წლის რიო ბერდმორი პოლიციამ გააჩერა მაშინ, როდესაც ის პაბიდან თვითნაკეთი სათამაშო ელექტრომობილით მოდიოდა. პაბიდან სახლამდე მანძილი მხოლოდ 500 მეტრი იყო.
როგორც გაირკვა სათამაშო მანქანას შეუძლია განავითაროს მხოლოდ 10 კმ/სთ სიჩქარე. პოლიციამ დააფიქსირა, რომ მძღოლის სისხლში ალკოჰოლის რაოდენობა დასაშვებს 3-ჯერ აღემატებოდა. ბერდმორმა ჰიპების საკულტო Volkswagen-ის მიკროავტობუსის შემცირებული ვერსია თავად შექმნა 16 წლის ვაჟისათვის. სათამაშო ელექტრომობილს ბრიტანელი 7 თვის განმავლობაში ქმნიდა და ამისთვის 2 ათასი დოლარი დახარჯა. ბერდმორი ელექტრომობილს ქველმოქმეედებისათვისაც იყენებდა. ელექტრომობილში ფოტოს გადაღებით მიღებულ შემოსავალს ბრიტანელი მთლიანად ქველმოქმედებას ახმარდა. ასე მაგალითად, დაჯარიმების დღეს, ბერდმორმა სიმსივნით დაავადებულთათვის განკუთვნილ ფონდში 40 ფუნტი გადარიცხა.
news.ge