როგორ უნდა მოიქცეთ პირადობის დაკარგვის შემთხვევაში4730 2014.01.21
როგორ უნდა მოიქცეთ პირადობის დაკარგვის შემთხვევაში
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობასა და საცხოვრებელ ადგილს.პირადობის მოწმობა ეხმარება მოქალაქეს მიიღოს საგანმანათლებლო და სამედიცინო (დაზღვევა და სხვა სამედიცინო მომსახურება) მომსახურება, ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში. პირადობის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში ახალი პირადობის მიღების მიზნით უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს ან სამოქალაქო რეესტრის შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. განმცხადებელი შესაძლებელია იყო ნებისმიერი პირი 14 წლის ასაკიდან ან 14 წლამდე პირის კანონიერი წარმომადგენელი. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები: დაბადების მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი; მესაკუთრის თანხმობა, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და ორი სრულწლოვანი პირის წერილობითი დადასტურება, დასარეგისტრირებელი პირის უკანასკნელი ერთი თვის ვადაში ცხოვრების შესახებ. (როდესაც თქვენ რეგისტრირდებით სხვა მისამართზე. კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, თუ თქვენ იცვლით რეგისტრაციას და ხართ 16 წლამდე არასრულწლოვანი); ორი ფერადი ფოტოსურათი.