იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფო1008 2012.10.18
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფო
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2012 წლიდან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადიან…მემორანდუმი ორ უწყებას შორის ჯანდაცვის სამინისტროში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ. მემორანდუმის ფარგლებში სამოქალაქო რეესტრი ჯანდაცვის სამინისტროს გამოცდილებას გაუზiარებს ელექტრონული მმართველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში, ჯანმრთელობის დაცვის სფეროს რეფორმის, კერძოდ, ელექტრონული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დანერგვისა და „ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემის სტრატეგიის” განხორციელების მიზნით. მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე სამუშაო ჯგუფი იმუშავებს, რომელიც უახლოეს პერიოდში დაკომპლექტებდა. დეტალურად გაიწერება ყველა ის ღონისძიება და მათი განხორციელების ვადები, რაც, საბოლოო ჯამში, ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის დანერგვას და ჯანმრთელობის დაცვის საინფორმაციო სისტმის სტრატეგიის განხორციელებას უზრუნველყოფს. მემორანდუმი ორ უწყებას შორის ხელმოწერისათანავე ამოქმედდება.