საჯარო რეესტრის ონლაინ მომსახურების საფასური შემცირდა1215 2012.10.18
საჯარო რეესტრის ონლაინ მომსახურების საფასური შემცირდა
2012 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება…რომლითაც განისაზღვრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების საფასურის ახალი განაკვეთები, გადახდის წესი და მომსახურების ვადები. დადგენილების თანახმად საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადება ელექტრონულად, ინტერნეტის საშუალებით, 15 ლარის ნაცვლად, 10 ლარი გახდა, ხოლო ამონაწერის დაჩქარებული წესით, განაცხადის შეტანის დღეს მომზადება, ნაცვლად 50 ლარისა – 40 ლარია. სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება ეხება როგორც უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ამონაწერებს, ასევე ამონაწერებს სამეწარმეო და არასამეწარმეო/არაკომერციულ პირთა რეესტრიდან. ონლაინ მომსახურებაზე საფასურის შემცირება ხელს შეუწყობს როგორც ელექტრონული სერვისების პოპულარიზაციას, ისე მომხმარებლებისთვის სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად, მაქსიმალურად კომფორტული მომსახურების გაწევას. მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონულ ამონაწერს და მის ამონაბეჭდს, რომელსაც არ აქვს რეგისტრატორის ხელმოწერა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბეჭედი, აქვს იურიდიული ძალა და ამ სახით გამოიყენება ნებისმიერი ადმინისტრაციული და კერძო უწყების მიერ.