1023
2014.02.03
ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები
მოქმედი კანონმდებლობის მიზედვით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: საცხოვრებელი სადგომით, საკვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, სამედიცინო მომსახურებით, პაემნის უფლებით, სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლებით, სატელეფონო საუბრით და მიმოწერით. აქვე აღსანიშნავია რომ ბრალდებულს ხანმოკლე პაემნის და სატელეფონო საუბრით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის საფუძველზე. გარდა ამისა, ბრალდებულს/ მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება–გაგზავნით, უფასო იურიდიული დახმარებით და კონსულტაციით, უსაფრთხოებით, პრესით, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით და ლიტერატურით.
ბრალდებულისაგან განსხვავებით, მსჯავრდებულს ასევე შეუძლია მიიღოს ზოგადი და პროფესიული განათლება, ჩაერთოს სპორტულ, კულტურულ, აღმზრდელობით და რელიგიურ ღონისძიებებში, ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის კონტროლით იქონიოს ამისათვის საჭირო ინვენტარი, ასევე, შეუძლია ჩაერთოს სარეაბილიტაციო პროგრამაში. მსჯავრდებულს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუძლია ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით, რისთვისაც აუცილებელია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ნებართვა.
ბრალდებულის შემთხვევაში კი დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით სარგებლობისათვის აუცილებელია პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვა.