განქორწინების მოწმობის წარდგენა საჭირო აღარ არის1619 2012.10.18
განქორწინების მოწმობის წარდგენა საჭირო აღარ არის
სამოქალაქო კოდექსში შესულია ცვლილება, რომლის თანახმადაც, ხელმეორედ ქორწინების რეგისტრაციის დროს პირს განქორწინების მოწმობის წარდგენა აღარ მოუწევს. დღემდე არსებული ნორმით, ხელმეორედ ქორწინების შემთხვევაში პირი ვალდებული იყო ქორწინების რეგისტრაციისას წარედგინა მოწმობა წინა ქორწინების შეწყვეტის შესახებ.