პატენტრწმუნებულთა ატესტაციის თარიღი ცნობილია1353 2014.03.07
პატენტრწმუნებულთა ატესტაციის თარიღი ცნობილია
საქპატენტისსაატესტაციო კომისიამ სრული შემადგენლობით განსაზღვრა პატენტრწმუნებულთ ატესტაციის ჩატარების წესი და პირობები, საატესტაციო პროგრამა და ატესტაციის ჩატარების თარიღი. ატესტაცია 2014 წლის 17 მაისს ჩატარდება. მსურველთა საბუთების მიღება 15 აპრილის ჩათვლით იწარმოებს. ატესტაციაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა საქპატენტს უნდა წარუდგინონ შემდეგი საბუთები: განცხადება ატესტაციაში მონაწილეობის მიღების თაობაზე; პირადობის მოწმობის ასლი; უმაღლესი ტექნიკური, საბუნებისმეტყველო ან იურიდიული განათლების დამადასტურებელი საბუთი; ერთი ფოტოსურათი 3x4 ; "ადვოკატთა შესახებ" კანონის თანახმად ძალაში მყოფი ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელი საბუთის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 12 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების" მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საქპატენტი აქვეყნებს საატესტაციო კომისიის 2014 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმს და 10 ტესტის ნიმუშს. იხილეთსხდომის ოქმიდატესტების ნიმუში