რა სახის დანაშაულზე აღარ გაფორმდება საპროცესო შეთანხმება1065 2014.03.12
რა სახის დანაშაულზე აღარ გაფორმდება საპროცესო შეთანხმება
მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის ინიციატივით მკაცრდება მიდგომები სხვადასხვა სახის დანაშაულთან მიმართებაში. "პირადად ჩემი ინიციატივით მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვემკაცრებინა მიდგომები კონკრეტულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, როგორც თქვენთვის ცნობილია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებობს საპროცესო შეთანხმების ცნება, რაც სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველს წარმოადგენს. ამ მიმართულებით განსაკუთრებით ნარკოდანაშაულის ასევე, სხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულის, როგორიცაა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და სხვა ძალადობრივი დანაშაული ჩამდენ პირებთან მიმართებაში. ახალი ინიციატივის ფარგლებში ვამკაცრებთ საპროცესო შეთანხმების დროს შეთავაზებულ სასჯელის სახეს და ზომებს. უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, თუ წინა პერიოდში პირი, რომელიც ამგვარი დანაშაულის ჩადენისთვის იქნებოდა ბრალდებული, ხშირ შემთხვევაში პირობითი სასჯელითა და ჯარიმით კმაყოფილდებოდა, ანუ დაკავებული სახლში მიდიოდა და სასჯელს პირობით იხდიდა, ახლა ეს პრაქტიკა შეიცვალა რეალური საპატიმრო სასჯელით, თავისუფლების აღკვეთით, რაც საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდგომ ბრალდებულის გარკვეული პერიოდით პატიმრობაში დარჩენას გულისხმობს" – აცხადებს მთავარი პროკურორი"პირWელთან" ინტერვიუში. ბადაშვილის თქმით, საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდებათ ნარკოტიკული ნივთიერების გამსაღებლებს. მთავარი პროკურორის თქმით,კანონში შევა ცვლილება და ის ნივთიერებები, რომლებიც მავნე ემოციურ ზემოქმედებას იწვევენ, მიიღებენ ფსიქოაქტიური ნივთიერებების სტატუსს. ეს ეხება ე.წ. „ბიოს“.