USAID-მა ქართულ მხარესთან დამისამართების პროგრამის მხარდაჭერის მემორანდუმი გააფორმა898 2012.10.18
USAID-მა ქართულ მხარესთან დამისამართების პროგრამის მხარდაჭერის მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ქ. თბილისის მერიასა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა…შეთანხმებას, რომლის ცერემონიალიც იუსტიციის სამინისტროში გაიმართა, ხელი მოაწერეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა, USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა, იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და ქ. თბილისის მერმა გიგი უგულავამ. პროექტი საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მემორანდუმი USAID-ის მხრიდან დამისამართების პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. თბილისის მერია ვალდებულებას იღებს 2012 წლის ივნისამდე უწყვეტ რეჟიმში ყველა მისამართი სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციოს, ახლად შექმნილ ან შეცვლილ მისამართებზე კი ახალი მისამართის ნიშნები დაამაგროს და თბილისის იმ უბნებში, სადაც მისამართების შეცვლა მოხდა, საზოგადოების ინფორმირება უზრუნველყოს. G3 პროგრამა მიზნად ისახავს ინსტიტუციური ეფექტიანობის გაზრდას მმართველობის ყველა დონეზე, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და კომუნიკაციას საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მოქალაქეებს შორის.