2013 წლის კურიოზული დანაშაულები978 2014.03.27
2013 წლის კურიოზული დანაშაულები
გასული წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არაერთი კურიოზული დანაშაული დაფიქსირდა. ერთ–ერთი ასეთი დანაშაული მურმანსკის ოლქში მოხდა.ქალაქ სევერომორსკის სპორტული სკოლის დირექტორმა ფულის შოვნის ორიგინალურ ხერხს მიმართა, იგი გახდა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი და ხელფასიც დაინიშნა 65 000 რუბლის ოდენობით. როგორ გაირკვა,გუნდი მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა, თუმცა მისმა მწვრთნელმა 3 წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმოგზაურა ეგვიპტეში. საფრანგეთშიქალაქ ბორდოდან სტუდენტებმა ცირკიდან ლამა მოიპარეს და ღამით ქუჩაში დაასეირნებდნენ, შემდეგ კი ცხოველთან ერთად ტრამვაიში ავიდნენ. ვატმანმა გამოიძახა პოლიცია, ცხოველი არ დაზიანებულა, თუმცა ცირკის დირექტორმა "ცელქ" სტუდენტებს უჩივლა. ამერიკელმა მამაკაცმა პოლიციასთან იჩივლა იმის გამო, რომ მეზობლებმა მასთან ერთად არ დალიეს.ფლორიდის მაცხოვრებელი მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მან ორჯერ გამოიძახა მეზობლებთან პოლიცია, რომლებიც უარს ამბობდნენ მასთან ერთად სპირტიანი სასმელის დალევაზე. დაკავებულმა ჯეიმს კოლინზმა პოლიციას აუხსნა, რომ ნაწყენი იყო იმის გამო, რომ მასთან ერთად დალევა არ ისურვეს მეზობლებმა მის დაბადების დღეზე. ნორვეგილემა "მონადირემ"ლოსის მოკვლა მოინდომა,თუმცა ტყვია ააცილა, ლოსი გაიქცა, ხოლო ტყვია საკუთარ აგარაკზე, საპირფარეშოში მყოფ მოხუცს მოხვდა.მოხუცი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი და მალე გამოჯანმრთელდა, თუმცა "მონადირით" სამართალდამცავები დაინტერესდნენ. სექტემბრის დასაწყისში ჩეხეთის ქალაქ პლზენში პოლიციამ დააკავა კენგურუ მაღაზიის ძარცვისთვის. პატრონისგან გაქცეული 30 კილოგრამიანი ცხოველი მაღაზიაში შევარდა და დაიწყო თავის ჩანთაში იოგურტის, ყველის და კვერცხის ჩალაგება, ბალახიმსჭამელმა ცხოველმა ქათამიც ზედ მიაყოლა. პოლიციამ გაქცეული ცხოველი 3 საათში დააკავა, ხოლო პატრონს მოუწია მაღაზიისთვის ზარალის ანაზღაურება, აგრეთვე იგი გააფრთხილეს, რომ უფრო ყურადღებით იყოს ცხოველის მიმართ.