1941
2014.03.31
რა განსხვავებაა შეწყალებასა და ამინისტიას შორის?
რიგითი მოქალაქეები ხშირად აიგივებენ ერთმანეთთან ამინისტიისა და შეწყალების ცნებას, ან იყენებენ მათ არასწორი მნიშვნელობით. ამნისტია არის კანონი, რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა წრის მიმართ. ამნისტიის აქტით დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისაგან ან/და მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. სასჯელმოხდილს ამნისტიის აქტით ასევე შეიძლება მოეხსნას ნასამართლობაც.
ამნისტიის შედეგად, მსჯავრდებული შეიძლება სრულად გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, ან შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი, ასევე დანიშნული სასჯელი შეეცვალოს უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელით, სასჯელის მოხდის შემდგომ ვადაზე ადრე მოეხსნას ნასამართლობა. ამნისტიის შედეგად, ბრალდებულის მიმართ შეიძლება შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა. რაც შეეხება შეწყალებას,ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ.
შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ან/და მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით, აგრეთვე შეიძლება მოეხსნას ნასამართლობაც. მსჯავრდებულის შეწყალების მიზნით შესაბამისი შუამდგომლობა წარედგინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.შეწყალების შედეგად, პირს, სასჯელის მოხდის შემდეგ, შეიძლება ვადაზე ადრე მოეხსნას ნასამართლობა.