დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურა დაიწყო933 2014.04.02
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურა დაიწყო
მოქალაქეებისთვის დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურა იწყება. შემოსავლებისსამსახურის ვებ–გვერდზე უკვე გააქტიურდა დეკლარირების სპეციალური ფორმა, რომლის შევსებაც მცირეშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად პირველი ეტაპია. დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად მოქალაქე, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.geგანთავსებულ შესაბამის ფორმაში, მხოლოდ პირადი ნომრისა და საკუთარი საბანკო რეკვიზიტის მითითებით, შეავსებს ელექტრონულ დეკლარაციას და აქვე მიიღებს ინფორმაციას მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ. დეკლარაციის შესავსებად მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მიმართონ შემდეგ ბანკებს: სს ბანკი "რესპუბლიკა"; სს "პრივატბანკი"; სს "თიბისი ბანკი"; სს "საქართველოს ბანკი"; სს "ლიბერთი ბანკი"; სს "ბაზისბანკი"; სს "ქართუ ბანკი"; სს "კორსტანდარტ ბანკი"; სს "ბანკი კონსტანტა"; სს "ფინკა ბანკი საქართველო". აღნიშნულ ბანკებთან გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, დეკლარაციებს საგადასახადო ორგანოში ბანკი თავად წარადგენს. ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში, მოქალაქეს, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაერიცხება დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა. დაუბეგრავი მინიმუმი შემდეგი სქემით იანგარიშება: თუ 2013 წელს ხელფასის სახით მოქალაქეს დარიცხული აქვს 6000 ლარი (ანუ "ხელზე" წლის განმავლობაში აღებული აქვს 4800 ლარი), სახელმწიფო უკან დაუბრუნებს 360 ლარს (ანუ დაუბეგრავი მინიმუმის - 1800 ლარის - 20 პროცენტს), ხოლო თუ მოქალაქეს ერიცხება 1800 ლარზე ნაკლები, მაშინ უკან დაიბრუნებს იმ თანხის 20%-ს, რაც წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიიღო. შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზეwww.rs.geფუნქციონირებს ვიდეოდახმარების გრაფა. საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ვებ-გვერდზე განთავსებულ გრაფაში "ხშირად დასმული კითხვები" და შემოსავლების სამსახურის Facebook-ის გვერდზე - შემოსავლების სამსახური Revenue Service. bpn.ge