896
2014.04.08
45 წელი სიკვდილმისჯილთა საკანში
იაპონელი მამაკაცი, რომელმაც სიკვდილმისჯილთა საკანში 45 წელი გაატარა, გაათავისუფლეს მისი საქმის ხელახლა გადახედვის შემდეგ, რამაც მისი დანაშაულებრივი ქმედება ეჭვქვეშ დააყენა. ივაო ჰაკამადას 1968 წელს ჩამოხრჩობა მიესაჯა კომპანიის პრეზიდენტის, მისი ცოლის და ორი შვილის მკვლელობის, აგრეთვე ძარცვის და ხანძრის გაჩენის ბრალდებით. იაპონელი, რომელიც ახლა78 წლისაა, პირველი ადამიანია მსოფლიოში, რომელიც 45 წელი იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში და ყოველდღე ელოდა განაჩენის სისრულეში მოყვანას. ყოფილი პროფესიონალი მოკრივე გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დნმ-ის ანალიზებმა აჩვენეს, რომ სისხლის კვალი ნივთებზე, რომლის მიხედვითაც მას დაუმტკიცდა ბრალეულობა, მას არ ეკუთვნოდა. ჰაკამადამ თავი დამნაშავედ ცნო პოლიციის მიერ მისი 20-დღიანი დაკითხვის შემდეგ. მოგვიანებით, სასამართლოზე მან უარი თქვა დანაშაულის აღიარებაზე და მოსამართლეს განუცხადა, რომ იძულებითი აღიარება პოლიციის მიერ მისი ცემის და წამების შემდეგ დაწერა.
პატიმარი მთელი ორწლიანი სასამართლო პროცესის განმავლობაშიჯიუტად იმეორებდა, რომ ის უდანაშაულოა. ცოტა ხნის წინ, დნმ-ის ანალიზის პასუხის შემდეგ, მთავარმა მოსამართლემ შეაჩერა სასიკვდილო განაჩენი და მოითხოვა საქმის ხელახლა გადახედვა. “აუტანელი და უსამართლო იქნება მსჯავრდებულის ციხეში დატოვება. მისი უდანაშაულობა სავსებით ნათელია”-განაცხადა მან. ციხეში გატარებული 48 წლის შემდეგ ჰაკამადა გაათავისუფლეს. ციხიდან ის გამოვიდა თავისი დის თანხმებით, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც გვერდით ედგა მას წლების განმავლობაში და არასოდეს შეჰპარვიათ ეჭვი მისი ძმის უდანაშაულობაში. ივაის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა სერიოზულად დაზარალდა იზოლიაციის ხანგრძლივი დროის განმავლობაში. 45 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ივაი ჰაკამადა ცხოვრობდა სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანის შიშის ქვეშ.