9 თვის ჩვილს ბრალი მკვლელობის დაგეგმვისთვის წაუყენეს781 2014.04.09
9 თვის ჩვილს ბრალი მკვლელობის დაგეგმვისთვის წაუყენეს
პაკისტანში 9 თვის ბიჭუნა სასამართლოში გამოიძახეს, რადგანაც მკვლელობის დაგეგმვაშია ბრალდებული.ბავშვი, სახელად მუჰამედ მოსა ხანი ბრალდებულია პოლიციელების მიმართ მუქარაშიც. ჩვილთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც არიან ბრალდებულები. საქმე ის არის, რომ სამართალდამცავებმა რეიდი მოაწყვეს, რათა გაერკვიათ, თუ ვინ იპარავს გაზს ლაჰორიში. როგორც პოლიციელები აცხადებენ, ეჭვმიტანილებმა პოლიციის ოფიცრებს ქვები ესროლეს და მათ მოკვლას შეეცადნენ. მუჰამედის ოჯახმა საჩივარი შეიტანა პატარას დაპატიმრების და მასზე საქმის აღძვრის გამო. უმცროსი ინსპექტორი კაშიფ ახმედი გაათავისუფლეს ცხრა თვის ბავშვზე საქმის აღძვრის გამო. ბავშვის მამა აცხადებს, რომ ჯგუფი აპროტესტებდა თავიანთ რაიონში ელექტროენერგიის უკმარისობას. მოსამართლე იძულებული გახდა, ბავშვის წინააღმდეგ ბრალდება მოეხსნა. მისი ოჯახის წევრები კი საქმის განხილვამდე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.