22-23 აპრილს ვიდეოპაემანი უფასო იქნება974 2014.04.09
22-23 აპრილს ვიდეოპაემანი უფასო იქნება
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის სოზარ სუბარის ინიციატივით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 22-23 აპრილს მოქალაქეები ვიდეოპაემნის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. აღნიშნულ დღეებში, თბილისის, ქუთაისის, თელავის, ახალციხის, ბათუმისა და გორის პრობაციის ოფისებში ვიდეოპაემანზე მისული მოქალაქეები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (ქალთა #5 დაწესებულება, არასრულწლოვანთა #11 სპეციალურ დაწესებულება, ქსნის #15 დაწესებულება და რუსთავის #17 დაწესებულება) მყოფ ახლობლებს გადასახადის გადახდის გარეშე დაუკავშირდებიან. მოქმედი კანონმდებლობით, ვიდეოპამნით სარგებლობა, მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. სერვისის ხანგრძლივობა 15 წუთია. ვიდეოპაემნის სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებმა პრობაციის ბიუროებში წინასწარ უნდა შეავსონ განაცხადი.