განმარტება განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელის მიმატებასთან დაკავშირებით911 2014.04.22
განმარტება განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელის მიმატებასთან დაკავშირებით
2014 წლის 14 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანიგანმარტება გააკეთა განაჩენთა ერთობლიობისას წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის ბოლო განაჩენისათვის მიმატებასთან მიმართებით(საქმე #100აპ-14). თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლისსაქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დ. კ-ს სასჯელად დაენიშნა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი. ამავე სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის განაჩენით დ. კ-ს სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელად დაენიშნა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 თვე ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით. ამასთან, სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლომ გააუქმა წინა განაჩენი პირობითი მსჯავრის ნაწილში, მოუხდელი ნაწილი - 3 თვე დაუმატა ახლად დანიშნულ სასჯელს და მსჯავრდებულს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის საბოლოო ზომად განუსაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 თვე ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების 2014 წლის 21 თებერვლისა და 18 მარტის განჩინებებით არ დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ დ. კ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) თანახმად,თბილისის საქალაქო სასამართლო 2010 წლის 29 აპრილისგანაჩენის გამოტანისასვალდებული იყო,განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ემსჯელა არა მხოლოდ წინა განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელზე, არამედ ასევე დამატებით სასჯელზე - ჯარიმაზე და მისი მოუხდელი ნაწილი მთლიანად დაემატებინა ახლად დანიშნული სასჯელისათვის ამავე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით,რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა; სასამართლომ გააუქმა წინა განაჩენი მხოლოდ პირობითი მსჯავრის ნაწილში და საერთოდ არ შეეხო დამატებით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს; შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი დამატებით დანიშნული სასჯელის ნაწილში დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად აღუსრულებელია. იმ შემთხვევაში, თუთბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 აპრილის განაჩენითდ. კ-ს განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული ექნებოდა წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილიც (რაც დღეის მდომარეობით იქნებოდა აღუსრულებელი), სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა,დაეკმაყოფილებინა პროკურორის შუამდგომლობა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ დ. კ-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. ამასთან,საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ახალი ბრალდების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, თუ ბრალდებულს საპატიმრო სასჯელი განესაზღვრება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის შუამდგომლობით სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლო იმსჯელებს მსჯავრდებულისათვის სასჯელის ყველა აღუსრულებელი განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ სსსკ-ის 286-ე მუხლის მიხედვით, ხოლო არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნის დროს როგორც ამ სასჯელის, ასევე წინა აღუსრულებელი განაჩენით დანიშნული არასაპატიმრო სასჯელის აღსრულებას უზრუნველყოფს სააღსრულებო ან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით ვერ იმსჯელებს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნის თაობაზე, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაში დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმის დამატებაზე ახლად დანიშნულ სასჯელზე, რის გამოც პროკურორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და არ დამტკიცდა ბრალდებულსა და პროკურორს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება. იხილეთგადაწყვეტილება სრულად