შესაძლებელია თუ არა ავტოსაგზაო ჯარიმის შესახებ პოლიციის გადაწყვეტილების გასაჩივრება1568 2014.05.02
შესაძლებელია თუ არა ავტოსაგზაო ჯარიმის შესახებ პოლიციის გადაწყვეტილების გასაჩივრება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით მოქალაქეს, რომელიც უსაფუძვლოდ მიიჩნევს ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას, პოლიციის აღნიშნული გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროსსაპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის272-ე მუხლის თანახმად, ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე, ამ კოდექსის 2341მუხლით განსაზღვრული წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება, ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ,შეიძლება გასაჩივრდეს - ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა. რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გამოწერილი ჯარიმების ვადას,ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ჯარიმის გადაუხდელობისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაგეკისრებათ საურავის გადახდა. საურავის გადაუხდელობა გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას. ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა, არ ათავისუფლებს პირს ჯარიმისა და საურავის გადახდისაგან. ჯარიმის გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერ ბანკში (საბანკო დაწესებულებაში, სწრაფი გადახდის ტერმინალებში ან ინტერნეტით, საკრედიტო ბარათის გამოყენებით), ან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის განყოფილებაში.