752
2014.05.05
მამაკაცს გაუპატიურებისთვის 18 თვე მიუსაჯეს, რადგან მსხვერპლის ცოლად მოყვანას დათანხმდა
ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე 19 წლის ახალგაზრდამ კომანგ ადიტია პრატამამ 14 წლის გოგონა გააუპატიურა. მსხვერპლი მოძალადისგან ფეხმძიმედ დარჩა, მაგრამ უცნაური ისაა, რომ კომანგი მხოლოდ 18 თვით დააპატიმრეს, რადგანაც გოგონას ცოლად მოყვანას დათანხმდა.
ჟურნალისტები გაკვირვებას ვერ მალავდნენ, როდესაც შეიტყვეს, რომ დამნაშავე 15 წლის ნაცვლად, მხოლოდ რამდენიმე თვეს გაატარებს ციხეში. როგორც მოსამართლე დევა პუსპა ადნიანა აცხადებს, ეს რბილი განაჩენი მას შემდეგ გამოიტანეს, რაც დამნაშავემ განაცხადა, რომ მზადაა მსხვერპლი გაიღოს და გოგონა ცოლად მოიყვანოს. ამასთან, ისპასუხისმგებლობას იღებს ბავშვზე და პირობას დებს, რომ მსგავს საქციელს აღარ ჩაიდენს. მოსამართლის განმარტებით, დამნაშავეს წარსულში კრიმინალი არ ჩაუდენია.
ქალთა და ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილებით აღშფოთებულები არიან და მოსამართლეს უფრო მკაცრი განაჩენის გამოტანისკენ მოუწოდებენ.
წყარო www.ambebi.ge