საპატიმროში საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო სახლი გაიხსნა923 2012.10.18
საპატიმროში საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო სახლი გაიხსნა
მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს საქართველოს საპატიმროებში იხდიან, შეძლებენ მათთვის მისჯილი ვადა პროფესიული განათლების მიღებას მოახმარონ…ამისათვის იქ საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო სახლები გაიხსნება, მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებაში კი მათ უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაეხმარებიან. სწავლის დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულები შესაბამის სერტიფიკატებსაც მიიღებენ. ასეთი ცენტრი უკვე ამოქმედდა ქსნის მე–15 დაწესებულებაში. მსგავსი საგანმანათლებლო ცენტრები, ეტაპობრივად, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში გაიხსნება და პროფესიული განათლება ყველა მსჯავრდებულისთვის ხელმისაწვდომი იქნება.