როგორია სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი1145 2014.06.05
როგორია სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი
შრომის კოდექსით განსაზღვრულია ის მინიმალური ასაკი, როდესაც შესაძლებელია სამუშოზე მიღება და წარმოიშობა შრომითი ქმედუნარიანობა. ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან. იმ შემთხვევაში, თუ პირი 16 წელზე ნაკლები ასაკისაა, მისი შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების