სახელმწიფო საიდუმლო926 2012.10.18
სახელმწიფო საიდუმლო
კანონის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოს განეკუთვნება ინფორმაცია,რომელიც “მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურინტერესებს”.

იმ ინფორმაციათა დაცვის საორგანიზაციო ღონისძიებებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ გრიფი “საიდუმლო”, უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური ორგანო, ხოლო სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღინისძიებებს და მათ შესრულებაზე კონტროლს – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო. თანამდებობის პირსა და სახელმწიფო მოხელეს, რომელიც უსაფუძვლოდ გაასაიდუმლოებს ინფორმაციას; დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოს დაცვის ვალდებულებას; არ განახორციელებს კონტროლს სახელმწიფო საიდუმლოს დაცვაზე, დაეკისრება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.