როდის იზღუდება სახელშეკრულებო თავისუფლება? 1815 2014.11.11
როდის იზღუდება სახელშეკრულებო თავისუფლება?
სამოქალაქო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი - სახელშეკრულებო თავისუფლება არ კარგავს აქტუალურობას არც ერთ დროსა და მართლწესრიგში და მისი სხვადასხვა ასპექტის გამოკვეთა სამეცნიერო ნაშრომებში ხშირად ხდება. სტუდენტებისთვის აღნიშნული საკითხის დიდი მნიშვნელობა დასტურდება საადვოკატო ბიურო OK & CG-ის კონკურსის ფარგლებში მიღებული ნაშრომების თემატიკითაც. ამჯერად გთავაზობთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტის, დავით თედორაძის, რეფერატს თემაზე -"სახელშეკრულებო თავისუფლება და მისი შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები." მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ნაშრომში განხილული ისეთი თემები, როგორებიცაა: არათანაბარი პირობები ბანკებთან ხელშეკრულებებში, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ხარვეზი იპოთეკის ხელშეკრულებაში. ამას გარდა, ნაშრომში მოცემულია სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის ისტორიული განვითარება და ამ პრინციპის ზოგადი მიზანი. დეტალურად აღნიშნული ნაშრომი იხლეთ ბმულზე -სახელშეკრულებო თავისუფლება და მისი შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები შეგახსენებთ, რომ საკონკურსო ნაშრომების გამოქვეყნება ხდება ეტაპობრივად.