ახალ პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა965 2012.10.18
ახალ პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საადვოკატო ბიუროს „ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი“ ახალ პროექტს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებსა და პრქატიკოს იურისტებს სამეცნიერო კვლევა გამოაქვეყნონ ბიუროს ბლოგზე და გააცნონ ნაშრომი ფართო საზოგადოებას, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენს ელ–ფოსტაზე შემოვიდა არაერთი მსურველის სამეცნიერო კვლევა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ ყველა მათგანს დაინტერესებისთვის. ამ ეტაპზევაქვეყნებთ მაგისტრების – მაგდა შეყელაძის, აზა მეძმარიაშვილისა და თამარ კაჭარავას მიერ მოწოდებულ სტატიას ნოვაციაზე ქართულ კანონმდებლობაში – „სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი“.ნაშრომი მოიცავს

მსჯელობას საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 55–ე მუხლზე, კერძოდ Amicus Curiae–ზე, რომლის შემოღებას სავარაუდოდ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული გარდაქმნები უდევს საფუძვლად. სასამართლოს პრაქტიკა ზემოაღნიშნულ საკითხზე და მსჯელობა, გაამართლებს თუ არა აღნიშნული ინსტიტუტი ქართულ რეალობაში – სამეცნიერო კვლევის მთავარი თემებია. მომხმარებელს თითოეული ჩანაწერის ქვეშ შესაძლებლობა აქვს დატოვოს კომენტარი. ადმინისტრაცია გაეცნობა თითოეულ გამოხმაურებას და შესაძლებლობის ფარგლებში უპასუხებს მას. ბლოგის ადმინისტრაციასთან პირდაპირი კონტაქტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ელ–ფოსტა და პროექტთან დაკავშირებით თქვენი სურვილები და წინადადებები მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: info@myadvokat.ge გმადლობთ, რომ სარგებლობთ რესურსით http://blog.myadvokat.ge/ ნაშრომისსანახავადიხილეთ თანდართული ფაილიAmicus-Curiae