უცნაური დიალოგები სასამართლო პროცესიდან1471 2014.11.17
უცნაური დიალოგები სასამართლო პროცესიდან
სასამართლო პროცესზე, როგორც წესი, ყველა სერიოზულადაა განწყობილი, პროცესის თითოეული მონაწილე საკუთარი სტატუსის შესაბამისად ცდილობს გონივრულად მოიქცეს და სასურველ მიზანს მიაღწიოს. თუმცა, ამგვარი მობილიზებულობის მიუხედავად, არცთუ იშვიათად პროცესზე უცნაურ თუ სასაცილო დიალოგებსაც შეიძლება შევესწროთ. დღევანდელ პოსტში წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ დიალოგს და თვითონ განსაჯეთ, რამდენად ადეკვატურად და ლოგიკურად ჟღერს თითოეული მათგანი.

არის რამე მიზეზი, რის გამოც არ შეგიძლიათ ამ საქმეში ნაფიცმსაჯული იყოთ?- არ მსურს ამდენი ხნით მოვწყდე სამსახურს.- თქვენ გარეშე არ შეუძლიათ საქმის კეთება?- დიახ, მაგრამ არ მინდა ეს იცოდნენ.---- - ამ დაავადებამ იმოქმედა თუ არა თქვენს მეხსიერებაზე? - დიახ. - და რა მხრივ იმოქმედა? - რაღაცები დამავიწყდა. - შეგიძლიათ გვითხრათ, მაინც რა დაგავიწყდათ? --- - შეგიძლიათ აღწეროთ ის ადამიანი?- საშუალო სიმაღლის იყო და წვერი ჰქონდა.- ქალი იყო თუ მამაკაცი? --- - თქვენ მიერ მოსარჩელის გამოკვლევის შედეგად, არის თუ არა ახალგაზრდა ქალბატონი ფეხმძიმედ? - ახალგაზრდა ქალბატონი ფეხმძიმედაა, მაგრამ არა ჩემი გამოკვლევის შედეგად. --- - დაიმახსოვრეთ, რომ ყველა თქვენი პასუხი უნდა იყოს სიტყვიერი. რომელ სკოლაში დადიოდით?- სიტყვიერი. --- - ოდესმე დარჩენილხართ ამ მამაკაცთან მთელი ღამით ნიუ იორკში? - ამ კითხვას არ ვუპასუხებ. - ოდესმე დარჩენილხართ ამ მამაკაცთან მთელი ღამით ჩიკაგოში? - ამ კითხვას არ ვუპასუხებ. - ოდესმე დარჩენილხართ ამ მამაკაცთან მთელი ღამით მაიამიში? - არა. --- - ბოლოს როდის ნახეთ გარდაცვლილი?- მის დაკრძალვაზე.- რამე ხომ არ უთქვამს? --- - და შემდეგ რა მოხდა? - მან მითხრა: უნდა მოგკლა, რადგან ჩემი ამოცნობა შეგიძლია! - მერე მოგკლათ? --- - თქვენი პირველი ქორწინება რა მიზეზით შეწყდა?- სიკვდილით.- რომლის სიკვდილით? --- - მთელი ცხოვრება ამ ქალაქში გაატარეთ? - ჯერ არა. --- - მსხვერპლი თქვენ მოკალით?- არა.- იცით თუ არა, როგორ ისჯება ფიცის გატეხა?- დიახ, მაგრამ ეგ ბევრად უკეთესია, ვიდრე სასჯელი მკვლელობისთვის. --- - შეგიძლიათ დაახლოებით გაიხსენოთ, რა დროის განმავლობაში სინჯავდით სხეულს საავადმყოფოში? - საღამო იყო, აუტოფსია დაიწყო 5:30 წთ-ზე. - და ამ დროს ეს ადამიანი გარდაცვლილი იყო, სწორია? - არა, სულელო! - მაგიდაზე იჯდა და უკვირდა, რატომ ვუტარებდი აუტოფსიას! --- - სერ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ინტელიგენტი და პატიოსანი ბატონი ბრძანდებით.- მადლობა. ფიცის ქვეშ რომ არ ვიყო, მეც გეტყოდით კომპლიმენტს.

გამოყენებული მასალა -http://www.re-quest.net/g2g/humor/courtroom/index.htm