875
2014.11.17
იურისტის პროფესია ქვეყანათა უმრავლესობაში მნიშვნელოვანი და დაფასებულია. ამ კუთხით ბაზარი საკმაოდ დიდია და ერთფეროვნებას არავინ უჩივის. საინტერესო ისაა, რომ თვითონ იურისტები, განსაკუთრებით, ადვოკატები გამოირჩევიან განსხვავებული და ხშირად სხვებისთვის უცნაური თვისებებით. დღევანდელ პოსტში წარმოგიდგენთ რამდენიმე უცხოურ სარეკლამო ბანერს იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ, რომლებიც სხვა პროფესიის ადამიანების იმ აზრს, რომ იურისტები უცნაური ხალხია, კიდევ უფრო გაამყარებს, თვითონ იურისტებს კი კოლეგების შორსმიმავალი ფანტაზია, სავარაუდოდ, ღიმილსაც მოჰგვრის.
ამ ბატონს თავის ძაღლებთან ერთად პოზირებით სურს დაგიმტკიცოთ, რომ სანდო იურისტია.სიტყვა ადვოკატზე თუ სერიოზული იერის, პიჯაკიანი სუბიექტის ასოციაცია გიჩნდებათ, სულ ტყულად.როგორც ჩანს, მხოლოდ კანონების ცოდნა საკმარისი არაა წარმატებისთვის, საქმეში მაგიაც უნდა ჩაერთოს!ნათესაურთან მიახლოებული ურთიერთობა კლიენტებთან მნიშვნელოვანია."როგორც ჩანს, იქ, სადაც ეს ადვოკატი საქმიანობს, ხშირია მთვრალი მძღოლების მიერ მიყენებული ზიანის შემთხვევები, შესაბამისად, რონის სლოგანია - ჩვენ ვუჩივლებთ მთვრალ მძღოლებს!"
ადვოკატებისთვის მაქსიმალური ბრძოლისუნარიანობა და ხანდახან აგრესიაც მოთხოვნადი პირობებია კლიენტების მხირდან. ამასვე ადასტურებს ეს ბანერი."სერვისის რეკლამირებისთვის არაერთ ქალბატონ ადვოკატს მიუმართავს ამ ხერხისთვის და ეს კრიტიკის საგანიც კი გახდა, რადგან ფრაზა: ოდესმე ქალთან კამათი გიცდიათ? - საკმაოდ სექსისტურად ჟღერს და სტერეოტიპულია."კიდევ ერთი მაგალითი იმისა, როგორ უსვამენ ხაზს შემტევ ხასიათს ქალბატონები."დაბოლოს,ეს მხოლოდ ნაწილია იმ სარეკლამო ბანერებისა, რომლებიც ამ თემაზე შეიძლება შეგხვდეთ, ოღონდ არა საქართველოში. საინტერესოა, როგორია ქართველი იურისტების მოსაზრება სერვისის რეკლამირებისთვის მსგავსი ხერხების გამოყენებაზე?!