სტატისტიკური მონაცემები დავების კატეგორიის მიხედვით1548 2012.10.18
სტატისტიკური მონაცემები დავების კატეგორიის მიხედვით
თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაქვეყნა 2011 წელს სასამართლოში განხილულ დავათა კატეგორიის სტატისტიკა. ადმინისტრაციულმა კოლეგიამ გამოავლინა 7335 სამართალდარღვევა; 7278 პირის მიმართ გამოტანილია დადგენილება/განჩინება. 2011 წლის მონაცემებით,

ადმინისტრაციული კოლეგიის მეშვეობით დაკისრებულ იქნა 2933477,40 ლარი, საიდანაც ამოღებულია 938549,80 ლარი.011 წელს სისხლის სამართლის კოლეგიაში შევიდა 6453 საქმე, განაჩენის გამოტანით განხილულია 6532 საქმე, 19 საქმეზე შეწყდა წარმოება, დამთავრდა 6561 საქმე და მომდევნო წელს გადაეცა 747 სისხლის სამართლის საქმე. რაც შეეხება სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, 2011 წლის მონაცემებითგანხილულ იქნა 15043 საქმე, აქედან 11458 სასარჩელო წარმოების საქმეზე მოდის, ხოლო რაც შეეხება დავების კატეგორიას, ყველაზე მეტი დავა განხილულ იქნა ვალდებულებით სამართლებრივ საქმეებზე, რომლის რიცხვმაც 6610 საქმე მოცვა.