ალიმენტის თავისებურებანი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით2495 2012.10.18
ალიმენტის თავისებურებანი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ალიმენტის დაკისრების და მისი გადახდევინების ვალდებულების არსებობას. ალიმენტი ლათინული სიტყვაა და ქართულად საზრდოს, საკვებს ნიშნავს. იურიდიულად ესაა ხარჯი, რომელსაც ოჯახს მოშორებული პირი კანონის ძალით სარჩენად უხდის თავისი ოჯახის შრომისუუნარო ანარასრულწლოვან წევრებს (შვილებს, მშობლებს, მეუღლეს).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განსაზღვრება ურთიერთშეთანხმებით. იმ შემთხვევაში, თუ ალიმენტის მომთხოვნსა და ალიმენტის გადამხდელს შორის შეთანხმება ვერ შედგა, ალიმენტის ოდენობას, თითოეული მეუღლის, აგრეთვე ბავშვის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს სასამართლო. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან და არა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან. მშობელს შეუძლია მოითხოვოს ალიმენტის დაკისრება, როგორც მომავალი, აგრეთვე წარსული პერიოდისათვისაც, მაგრამ არაუმეტეს სამი წლისა. გასათვალისწინებელია, რომ წარსული დროისთვის ალიმენტის დაკისრება იმ შეთხვევშია შესაძლებელი, თუ მეუღლის მიერ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ მეორე მეუღლის თავის არიდების გამო ალიმენტი არ იქნა მიღებული. ალიმენტის დაკისრების შემდეგ, მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, ერთ–ერთი მხარის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ალიმენტი გადაიხდევა არამარტო არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ, არამედ საალიმენტო დანაკისრი შეიძლება გავრცელდეს სრულწლოვან შვილზე თავიანთი შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ