ახალი კანონპროექტი “საპენსიო პაკეტი”-ს შესახებ1193 2012.10.18
ახალი კანონპროექტი “საპენსიო პაკეტი”-ს შესახებ
2012 წლის 07 მარტს გაიმართა საქართველოს პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც პირველი მოსმენით განხილულ იქნა კანონპროექტი იმის შესახებ, რომ საქართველოს კანონმდებლობაში შეიძლება შემოვიდეს ცნება “საპენსიო პაკეტი” რაც პენსიონერებისთვის გასაცემ ყველა ფულად და არაფულად ბენეფიტს გააერთიანებს. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა 2012 წლის 1 სექტემბრიდან ასაკით პენსიონერებისთვის ფულად პენსიასთან ერთად ჯანმრთელობის დაზღვევის გაცემას გეგმავს. ამის შესახებ დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

“პენსიის შესახებ”კანონში შესატანი ცვლილების თანახმად, ყველა კატეგორიის პენსიონერს შეუნარჩუნდება ფულადი და არაფულადი შეღავათი, რაც ”სოციალური პაკეტის” სახით გაერთიანდება. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც,რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს ყველა შეღავათი შეუნარჩუნდებათ და მასთან ერთად ისინი საარსებო შემწეობის სახით დამატებით ფულად დახმარებას მიიღებენ. ასევე, შენარჩუნდება დევნილებისთვის განკუთვნილი შემწეობების გაცემაც. პროექტის მხიხედვით, გაუქმდება პენსიის დანიშვნის ვალდებულება მოქალაქის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. პენსიონერებს უფლება ექნებათ მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს. ასევე, ყველა პენსიონერს 67 წელს ზემოთ ექნება 140 ლარიანი საპენსიო პაკეტი, სადაც 15 ლარი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევის სახით, ხოლო 125 ლარი ფულადი სახით.