სამედიცინო მედიაციის სამსახური კომპეტენტურ დავის განმხილველ ორგანოს წარმოადგენსსახელმწიფო/ადგილობრივი/ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების/ ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის, პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის წარმოშობილ დავებზე. ამასთანავე, თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება ან არსებობს მხარეთა შეთანხმება დავის სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ განხილვის თაობაზე, სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილება მხარეთათვის სავალდებულოა. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია დაწესდეს მომსახურების საფასური და მისი განაკვეთები, განისაზღვროს საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები, ასევე საფასურის გადახდისგან გათავისუფლების პირობები.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა