სუროგატი დედა ქართული სამართალის ჭრილში1498 2012.10.18
სუროგატი დედა ქართული სამართალის ჭრილში
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სუროგაციის მეთოდით სარგებლობა შეუძლია წყვილს(“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 143-ე მუხლი). სუროგატი დედა, ეს არის ქალი, რომლის საშვილოსნოშიც ათავსებენ წყვილის განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს. ანუ სუროგატი დედა ბილოგიურად და გენეტიკურად არ არის დაკავშირებული ბავშვთან.მას მხოლოდ ორსულობა მიჰყავს 9 თვემდე, აჩენს ბავშვს და აბარებს ბიოლოგიურ მშობლებს. სუროგატი დედა აჰყავთ მაშინ, თუკი ქალს აქვს საშვილოსნოს პრობლემა ან უცნობი გენეზისის უნაყოფობა, ან ჰორმონალური დარღვევაა, ან სომატური დაავადება. მაგალითად,

ქალს შაქრიანი დიაბეტის ისეთი ფორმა აქვს, რომ მისთვის ორსულობა არ შეიძლება, ან თირკმლის პათოლოგია აქვს. ამ დროს აქვს ხარისხიანი კვერცხუჯრედები და მას შეუძლია საკუთარი, გენეტიკური შვილი ჰყავდეს. სუროგატი დედა შეიძლება იყოს 35 წლამდე, აუცილებელია, ჰყავდეს საკუთარი შვილი. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, აქ ფსიქოლოგიური მომენტია ჩადებული და თანაც, რაიმე გართულება რომ მოჰყვეს, შეიძლება უშვილოც დარჩეს. სუროგატ დედას ეკრძალება მუშაობა, გულდაგულ უნდა მიხედოს თავს და ბავშვს. ფულს რა თქმა უნდა, ბავშვის ბიოლოგიური მშობლები უხდიან. სუროგატი დედის “მომსახურება” საქართველოში დაახლოებით15 000-18 000 ლარი ღირს. (წყარო:http://www.ambebi.ge/sazogadoeba/35647-vis-sheudzlia-saqarthveloshi-surogati-dedis-momsakhureobith-isargeblos.html#ixzz1pHHmR0bN)/