პრინცესები შეზღუდული შესაძლებლობებით1842 2014.12.01
პრინცესები შეზღუდული შესაძლებლობებით
ადამიანის უფლებები იმ საკითხთაგანია, რომელთან დაკავშირებულ სირთულეებზეც მსოფლიო ერთობლივი ძალებით ყველაზე მეტს მუშაობს. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც დემოკრატიულობაზე მცირედი პრეტენზია მაინც აქვს, საკუთარ კონსტიტუციაში ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს მნიშვნელოვან ადგილს უთმობს. ამ პოსტში ჩვენი მიზანი არაა რომელიმე უფლების განხილვა და მის ირგვლივ კამათი, უბრალოდ, ერთი საინტერესო იდეის შესახებ გვინდა გიამბოთ, რომელიც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, დისნეის პერსონაჟებსა და ადამიანის ძირითად უფლებებს ერთდროულად უკავშირდება.

თანამედროვეიტალიელმა ხელოვანმა ალექსანდრო პალომბომ გადაწყვიტა დისნეის პერსონაჟები შეზღუდული შესაძლებლობებით დაეხატა. ერთი შეხედვით მხიარული განწყობა დაუყოვნებლივ იცვლება ჩაფიქრებით ამ ნამუშევრების თვალიერებისას. თუ რატომ, პასუხი მარტივია - ჩვენ ყველას განსხვავებულისდამი ქვეცნობიერი თუ გაცნობიერებული შიში გვაქვს და ხშირად ვივიწყებთ იმას, რომ ის, რაც გვაქვს, შესაძლოა სხვას არ ჰქონდეს და რომ ეს სულაც არ არის პრობლემა. მათთვის, ვისაც დამოუკიდებლად გადაადგილებაც შეუძლია, ხედვაც, მოსმენაც, წაკითხვაც და ა.შ.

რთული წარმოსადგენია, როგორ ცხოვრობენ ადამიანები უამი?