საუკეთესო ფილმები იურისტებისთვის4301 2014.12.08
საუკეთესო ფილმები იურისტებისთვის
მსოფლიო კინოინდუსტრია ერთფეროვნებას რომ არ უჩივის, ახალი ამბავი არაა. დღემდე უამრავი ფილმი შექმნილა სხვადასხვა ჟანრში და, ფაქტობრივად, არ მოიძებნება თანამედროვე ადამიანი, რომელსაც საყვარელი ფილმების საკმაოდ მსხვილი სია არ აქვს. ფილმები ვისთვის გართობის, ვისთვის შემეცნების წყაროა. დღევანდელ პოსტში შემოგთავაზებთ ABA Journal-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით შედგენილ იმ ფილმების ტოპ-სიას, რომლებიც იურიდიულ თემატიკაზეა და სამართლით დაინტერესებული ხალხისთვის აუცილებლად სანახავთა რიგში უნდა იყოს, თუმცა არა მხოლოდ - ფილმების ეს ჩამონათვალი კინოკლასიკის ნიმუშებსაც შეიცავს და ნებისმიერი გემოვნების მაყურებლისთვის საინტერესო უნდა იყოს. 1. "მოკალი ჯაფარა" 1962

2. "12 განრისხებული მამაკაცი" 1957

3. "ჩემი ბიძაშვილი ვინი" 1992

4. "მკვლელობის ანატომია" 1959

5. "მოიმკი ქარიშხალს" 1960

6. "ბრალდების მოწმე" 1957

7. "კანონდამრღვევი მორანტი" 1980

8. "ფილადელფია" 1993

9. "ერინ ბროკოვიჩი" 2000

10. "ვერდიქტი" 1982

11. "უდანაშაულობის პრეზუმფცია" 1990

12. "ნიურნბერგის პროცესი" 1961

13. "ყველა დროს მორგებული ადამიანი" 1966

14. "რამდენიმე კარგი კაცი" 1992

15. "ჩიკაგო" 2002

16. "კრამერი კრამერის წინააღმდეგ" 1979

17. "ბედის ცვლა" 1990

18. "ძალადობა" 1959

19. "მართლმსაჯულება ყველასთვის" 1979

20. "მამის სახელით" 1993