864
2014.12.23
სახალხო დამცველის რეკომენდაციები და მათი სავალდებულო ხასიათი
საადვოკატო ბიურო OK & CG-ის მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის სამეცნიერო ნაშრომების მიღება კვლავ გრძელდება. ამჯერად გთავაზობთ ერთ-ერთი კონკურსანტის - მარიამ ბეჟანიშვილის ნაშრომს თემაზე "სახალხო დამცველის რეკომენდაციები და მათი სავალდებულო ხასიათი". აღნიშნული თემა ჩვენს რეალობაში საკმაოდ აქტუალურია და საინტერესო უნდა იყოს როგორც სამართლით დაინტერესებულ, ისე, ზოგადად, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანებისთვის.
სახალხო დამცველის აპარატი ის სახელმწიფო ინსტიტუტია, რომელიც საკმაოდ ხშირად იმ პირთა ბოლო იმედს უკავშირდება, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მათი უფლებები უხეშად ირღვევა. წარმოდგენილი ნაშრომის ძირითადი მიზანია გამოარკვიოს, თუ რამდენად ეფექტიანია სახალხო დამცველის საქმიანობა და მოაქვს თუ არა რეალურად სასარგებლო შედეგები? ამასთან, რა სახის უფლებამოსილებები გააჩნია სახალხო დამცველს და არის თუ არა ამ უფლებამოსილების ფარგლების გაფართოება აუცილებელი? აღნიშნულ საკითხებზე ნაშრომში პასუხები მოცემულია სხვადახვა მეთოდით კვლევის საფუძველზე, კერძოდ, წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები და იურიდიულ დოქტრინაში არსებული მოსაზრებები.
ნაშრომი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების სავალდებულო ხასიათი.
კონკურსის მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას!