საპროცესო შეთანხმება ასევე შეიძლება გაფორმდეს თუ ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს, მაგრამ მასზე წაყენებულ ბრალდებებს სადავოდ არ ხდის (nolo contendere). ბრალდებასა და დაცვას შორის საპროცესო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში სასამართლოს განაჩენი გამოაქვს სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე. საპროცესო შეთანხმება ბრალდებულს შესაძლებლობას აძლევს თავიდან აიცილოს იმ სასჯელის რისკი, რომელიც შეიძლება მას ჩვეულებრივი სასამართლო პროცესით დაემუქროს.საპროცესო შეთანხმების მთავარი პრინციპებია ნებაყოფლობითობა, მხარეთა თანასწორობა და ბრალდებულის კანონიერი ინტერესების უპირატესი დაცვა. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ბრალდებულის შეცდომაში შეყვანა ან მისი ინტერესების არასათანადოდ გათვალისწინება, კანონმდებლობით გარანტირებულია ადვოკატის მონაწილეობა პროცესში; (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 210). ასევე, ბრალდებულს უფლება აქვს, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს, უარი თქვას შეთანხმების გაფორმებაზე; (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 213). საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაუშვებელია ბრალდებულის მიერ თანამშრომლობის ფარგლებში მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენება; (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 214). ბრალდებულს შეუძლია გაასაჩივროს შეთანხმების შედეგად გამოტანილი განაჩენი, თუ ადგილი ჰქონდა მოტყუებას, მუქარას, დაშინებას, იძულებასა ან ძალადობას. (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 215) თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების შედეგებს, იგი უზრუნველყოფილია ადვოკატის მომსახურებით, მისი ნება გამოხატულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მოტყუებისა და ზეწოლის გარეშე, აგრეთვე თუ საქმეში არსებობს პირის მსჯავრდებისათვის საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა და შეთანხმება მიღწეულია კანონის შესაბამის სასჯელზე – სასამართლო ამტკიცებს საპროცესო შეთანხმებას და გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი. პროკურორს. (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 213). ეს არის მცირე ექსკურსი, რაც ასახავს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის მნიშვნელობას მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, გარდა ამისა, ვფიქრობ რამდენიმე ისტორიული მაგალითი საინტერესო იქნება, რომელიც ასახავს საპროცესო შეთანხმების ძირითადი პრინციპის ელემენტებს:
სტატია მომზადებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და ინტერნეტში გავრცელებული მასალის მიხედვით.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა