სასამართლო და სოციალური მედია833 2015.01.05
სასამართლო და სოციალური მედია
მსოფლიოს ყველა წერტილში, სადაც ინტერნეტია, დღეისთვის სოციალური მედია ადამიანთა ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილადაა ქცეული. ამ პირობებში საზღვრების დადგენა რთული საქმეა და ბევრი სამართლებრივი საკითხის გარმოკვევაც ჭირს, როცა საქმის გარემოებებს ვირტუალურ სივრცეში გადავყავართ. საინტერესოა, როგორია თანამედროვე ტენდენციები სასამართლოსა და სოციალური მედიის კავშირთან მიმართებით და რამდენად შესაძლებელია ისეთი საკითხების ჰარმონიზება ერთმანეთთან, რომლებიც, ერთი შეხედვით აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროს განეკუთვნება.