803
2015.01.05
სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურება
მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების პრობლემა ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია, დასაქმების შემდგომი შრომითი ურთიერთობების მოწესრიგება არანაკლები ინტენსივობით დგება დღის წესრიგში. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ საკანონმდებლო ორგანო ამ მხრივ აქტიურია, თუ გავითვალისწინებთ შრომის კოდექსში შესული ცვლილებების სიხშირესა და მასშტაბურობას. საინტერესოა საკითხი, როდის ანაზღაურებს დამსაქმებელი ზიანს, რომელიც თუნდაც მისი ბრალის გარეშე მიადგა დასაქმებულს სამუშაოს შესრულებისას?
ჩვენი საადვოკატო ბიუროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მიღებული ნაშრომი თემაზე - "დასაქმებულისთვის სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, როგორც დამსაქმებლის ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის საფუძველი" სწორედ აღნიშნულ საკითხს შეეხება. ნაშრომში, რომელიც ნათია კობოსნიძეს ეკუთვნის, მოცემულია ისტორიული ექსკურსი თემის ირგვლივ, ასევე, კომპენსაციის ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები და ფარგლები, ვალდებულების წარმოშობის ცალკეული შემთხვევები. ნაშრომში დეტალურადაა განხილული ის საკითხები, რომლებიც მსგავსი შემთხვევის დადგომისას აქტიური გამორკვევის საგანია და, შესაბამისად, იგი საინტერესო უნდა იყოს მკითხველისთვის.
ნაშრომი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
საადვოკატო ბიურო OK & CG კონკურსანტებს უსურვებს წარმატებას!