არასრულწლოვანი დამნაშავის ფსიქოლოგია3348 2015.01.06
არასრულწლოვანი დამნაშავის ფსიქოლოგია
სამართალი და ფსიქოლოგია ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სფეროები რომაა, ახალი არაა. უამრავი საკითხი, რომელიც სამართლებრივად დიდი მნიშვნელობისაა, ხშირად საჭიროებს ფსიქოლოგიური ასპექტის გამოკვეთას. განსაკუთრებით, სისხლის სამართალთან პროფესიით დაკავშირებული ადამიანებისთვისაა აქტუალური ფსიქოლოგიური საკითხები, რომლებიც ადამიანის ხასიათისა და განზრახვების კვლევაში ეხმარებათ. როცა სამართლისა და ფსიქოლოგიის ურთიერთკვეთის მნიშვნელოვან წერტილებზეა საუბარი, არ შეიძლება არ ვახსენოთ იუვენალური მართლმსაჯულება, რამდენადაც ყველაზე ფრთხილი სამართალი სწორედ არასრულწლოვნების მიმართაა. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი ჩვენი კანონმდებლობით 14 წელია, შესაბამისად, არასრულწლოვან დამნაშავეთა რიცხვი ასაკობრივი ცენზის მიხედვით საკმაოდ ფართო შეიძლება იყოს. ამ თემის განხილვასა და ანალიზს ეძღვნება მორიგი ნაშრომი, რომელიც ჩვენ მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მივიღეთ. ელენე კავთუაშვილის სამართლებრივი სტატია თემაზე - "არასრულწლოვანი დამნაშავე" საკითხის იურიდიული და ფსიქოლოგიური ასპექტების გამოკვეთას ისახავს მიზნად. ნაშრომში აქცენტი კეთდება არასრულწლოვანთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის პრევენციის მექანიზმებზე და სახელმწიფოს როლზე ამ საკითხთან მიმართებით.

ნაშრომი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -არასრულწლოვანი დამნაშავე.

საადვოკატო ბიურო OK & CG კონკურსანტებს უსურვებს წარმატებას!