ინფორმაციის მიღების თავისუფლება1516 2015.01.08
ინფორმაციის მიღების თავისუფლება
ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ინფორმაციის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი საკითხია. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებების სრულფასოვნად განხორციელება წარმოუდგენელია სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვის პირობებში. ამდენად, ინფორმაციის თავისუფლებაზე პასუხისმგებლობა თავად სახელმწიფო ინსტიტუტებს აქვთ აღებული და აუცილებელია ამ მიმართულებით აღნიშნული ინსტიტუტების სათანადო მუშაობა.